Sunday, November 1, 2015

ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის შეჯამება

                                  ტრენინგის  სასწავლო კურსის შეჯამება
დღის  წესრიგი


  • გამეორება
  • ბლოგში მუშაობა - გამოკითხვის გაჯეტები (POLL) სიის გაჯეტები (LINK LIST)
  • პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე
  • პროექტების პრეზენტაცია
  ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა სხვა ღირებებულებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით.  შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე  ბლოგების შექმნა, ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის,   ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრე მიზანი, გამოვიყენე  ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.    ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები, ჩავსვი ასევე ფონები, ვისწავლე ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის.  ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი  მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, შემდეგ განვიხილე გაჯეტები,  გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის
  .შევქმენი მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დავურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები,  გავაკეთე აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და  მივაბი ჩვენს ბლოგს.     ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსე ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ტრენინგის ბოლოს, ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
    ქალბატონ ქეთის დიდი მადლობა ასეთი დაუზოგავი შრომისთვის, დიდი სიამოვნებით დავესწრები მომავალში მის ტრენინგებს