Sunday, November 1, 2015

ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის შეჯამება

                                  ტრენინგის  სასწავლო კურსის შეჯამება
დღის  წესრიგი


  • გამეორება
  • ბლოგში მუშაობა - გამოკითხვის გაჯეტები (POLL) სიის გაჯეტები (LINK LIST)
  • პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე
  • პროექტების პრეზენტაცია
  ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა სხვა ღირებებულებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით.  შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე  ბლოგების შექმნა, ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის,   ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრე მიზანი, გამოვიყენე  ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.    ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები, ჩავსვი ასევე ფონები, ვისწავლე ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის.  ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი  მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, შემდეგ განვიხილე გაჯეტები,  გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის
  .შევქმენი მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დავურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები,  გავაკეთე აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და  მივაბი ჩვენს ბლოგს.     ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსე ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ტრენინგის ბოლოს, ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
    ქალბატონ ქეთის დიდი მადლობა ასეთი დაუზოგავი შრომისთვის, დიდი სიამოვნებით დავესწრები მომავალში მის ტრენინგებს

Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მე-8 დღე

                                                        ტრენინგის მე-8 დღე
დღის წესრიგი

  • გამეორება
  • ფასილიტაციის რესურსის შექმნა
  • პორტფოლიოს გადახედვა
  • მუშაობა ბლოგში - გაჯეტის დამატება- კერძოდ სურათის (IMAGE)
ტრენინგის მე-8 დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით როგორც ყოველთვის. დღეს შევქმენით მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში და მოვინიშნეთ მათი პოვნის გზები,რომლებიც შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. შემდეგი საკითხიიყოპორტფოლიოს გადახედვა, რომლის დროსაც გავეცანით ჩვენს საქაღალდეს და გადავიმეორეთ დოკუმენტების სახელწოდებების შეცვლა,წაშლა. ტრენინგის ბოლოს ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგში, სადაც ვისწავლეთ გაჯეტის დამატება,კერძოდ სურათის გაჯეტის ჩასმა და მისი რედაქტირების ინსტრუმენტები.

Wednesday, October 28, 2015

ტრენინგის მე-7 დღე

                                                          ტრენინგის მე-7 დღე
დღის წესრიგი

  • გამეორება
  • ყველა მოსწავლის ინდივიდულობის საჭიროების გათვალისწინება
  • პროექტის გეგმაზე მუშაობა
ტრენინგის მე-7 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.დღეს საკმაოდ ბევრი სამუშაო გვქონდა ბეჭვდის მხრივ.დღეს ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლება,რომელშიც შედის  სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლის საშინაო დავალების მიცემა და მაღალი აკადემიური მოსწავლეების დავალებების შედგენა. დღეს მოვრჩით სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას,რომელიც მოიცავდა ჩვენი პროექტის რამოდენიმე ეტაპს. პირადად ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემია ინტელის ტრენინგი.მომავალშიც დიდი სიამოვნებით ჩავერთვები მსგავს ტრენინგში.

Sunday, October 25, 2015

ტრენინგის მე-6 დღე

                                                           ტრენინგის მე-6 დღე
დღის წესრიგი

  • გამეორება
  • მოსწავლის პრეზენტაცია
  • შეფასების რუბრიკები
  • პროექტის სასწავლო პროცედურები - გეგმის შემუშავება
ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას POWER POINT-ის საშუალებით,მასში ვისწავლეთ სლაიდების დამატება, დასათაურება,სურათის ჩასმა და სლაიდის ფორმატის შეცვლა. ასევე მოვინიშნეთ შეფასების რუბრიკები, და გადმოვწერეთ საკუთარ ფაილში ZIP სახით. დღეს მოგვცა საშინაო დავალება,უნდა შევიმუშაოთ გეგმა და დაწერილი მოვიტანოთ შემდეგ ტრენინგზე და დავბეჭდოთ ჩვენს გეგმაში.

Saturday, October 24, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

                                                           ტრენინგის მე-5 დღე
დღის წესრიგი

  • გამეორება
  • ინტერნეტკავშირი
  • გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
  • პროექტის გეგმაზე მუშაობა
  • მუშაობა ბლოგში - სურათის ჩასმა, ფონის შეცვლა, ბლოგის სათაურის შეცვლა.

ტრენინგის მე-5 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.ისევ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,ვიმუშავეთ ინტერნეტკავშირის შექმნაზე,მათი მისამართების ჩასმაზე და მითითებაზე,ასევე გამოვიყენეთ ლიტერატურის შაბლონებიც. დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის საბაზო უნარ-ჩვევებზე.ბოლოსკენ ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა,მისი რედაქტირება,ბლოგის ფონის შეცვლა და ბლოგის სათაურის შეცვლაც.







Sunday, October 18, 2015

ტრენინგის მე-4 დღე

                                                       ტრენინგის მე-4 დღე
დღის წესრიგი

  • გამეორება- გეგმის გადახედვა
  • გეგმაზე მუშაობა
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
  • დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,გადავხედეთ როგორ დავწეროთ სასწავლო  პროექტის გეგმა,როგორ შევუსაბამოთ სტანდარტი თავისი ინდიკატორებით,ასევე ვისწავლეთ თუ როგორ იწერება სწავლის მიზანი.დღეს ისევ გეგმაზე ვიმუშავეთ,სადაც შედიოდა მიმართულების მიმცემი კითხვები,გავეცანით მათ ნიმუშებს და შევინახეთ,რის შემდეგაც დავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომლის ნიმუშიც ვნახეთ და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.დღეს ნაწილობრივ დავამთავრეთ პროექტის წერა.

Saturday, October 17, 2015

ტრენინგის მე-3 დღე

                                                             ტრენინგის მე-3 დღე

დღის წესრიგი
  • გამეორება
  • პროექტის გეგმაზე მუშაობა - სტანდარტის დადგენა,მიზნის განსაზღვრა.

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, WORD-ში ბუკლეტის გაკეთება,სურათის ჩასმა. დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის წერაზე,ცოტა რთული სამუშაო კი იყო მაგრამ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. ასევე გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის სიას,რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება მიზნის განსაზღვრის წერაში.ეს ტრენინგი ბევრის მომცემია პირადად ჩემთვის.

Sunday, October 4, 2015

ტრენინგის მე-2 დღე

                                                    ტრენინგის მე-2 დღე
დღის წესრიგი.
  • საშინაო დავალება - პროექტების მიმოხილვა;
  • წინა მასალის გამეორება- საქაღალდის  შექმნა;
  • WORD-ის ინსტრუმენტების გაცნობა და გამეორება;
  • სარეკლამო ბუკლეტის დამზადება.
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,სადაც შედიოდა საქაღალდის შექმნა და მასში საჭირო ინფორმაციის შენახვა, გავეცანით WORD-ის თითქმის ყველა ინსტრუმენტს, ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტის დამზადებას WORD-ში,სურათით თუ ტექსტით,აგრეთვე ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე, რათა იყოს დაცული და ვერ მოხდეს ინფორმაციის წაშლა.

Saturday, October 3, 2015

ტრენინგის 1 -ლი დღე

                                                      ტრენინგის 1-ლი დღე


პირველი დღეს გავეცანით ერთმანეთს,შემდეგ ჩვენმა ტრენერმა,ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ტრენინგის სასწავლო კურსის მიზნები, გავეცანით სახელმძღვანელოს. შევქმენით პორტფოლიო,სადაც შევინახეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები.პირველ დღეს შევისწავლეთ ბლოგის შექმნა. ქეთიმ დაგვავალა თემის სათაურის მოფიქრება.ძალიან საინტერესოდ დასრულდა ტრენინგის პირველი დღე.